ეკა დგებუაძე მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მიმდინარეობას გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო
ეკა დგებუაძე მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მიმდინარეობას გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გორის საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში, პროცესი მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრში 23 ივლისს 200-მდე მასწავლებლობის მსურველმა და 40-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი.