ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება მოუწევს
ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება მოუწევს

დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება მოუწევს. ეკა ბესელია კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ არის წარდგენილი, თუმცა მან როგორც ფრაქცია, ასევე უმრავლესობა დატოვა.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ბესელია კომიტეტში მათი კვოტით ვეღარ იქნება წარდგენილი.

„ვინ ჩაანაცვლებს, გადაწყვეტილი არ მიგვიღია, თუმცა ეს ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. ეკა ბესელიას შეუძლია, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ისარგებლოს ან თუ ფრაქციას შექმნის, მისი კვოტით”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ დროისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ნატო ჩხეიძეა წარდგენილი.