ეკა ბესელია - ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთებისკენ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ერთი წელი მძევლად ჰყავდა
ეკა ბესელია - ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთებისკენ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ერთი წელი მძევლად ჰყავდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, დიაგნოზის თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია.

ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რასაც ხედავს, იმდენად მძიმე სურათია, შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზი სერიოზულად დაუსვას.

„უმძიმესი სურათია, რასაც თავის სახელს სპეციალისტები დაარქმევენ. ეს ყველაფერი პოლიტიკურად აღარ ითარგმნება, რადგან ადამიანი მომსახურების სივრციდან გასულია და არ ეკითხება, რას ლაპარაკობს, რას ბოდავს, რას მიედ-მოედება. სერიოზულობის სივრცეში აღარ ექცევა. რომ წარმოვიდგენ, ეს ადამიანი ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა და თავისი ბოდვებით უბედურ წლებს გვახსენებს, მართლა უბედური საქართველო. მისი ბოდვის საფეხური არაფერს ექვემდებარება. ვინაიდან, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთები შეიძინოს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს საქველმოქმედო აქციით გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ეს ის ძმაა, რომლიც ერთი წელი ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტა და მძევლად ჰყავდა. მართლა პიჯაკების საქმე კი არ არსებობს, მას სასამართლო საბიუჯეტო თანხებიდან რვა მილიონის გაფლანგვას ედავება. ქვეყანა მიწასთან გაასწორა, ადამიანებს ძალისმიერი მეთოდებით უკანასკნელი სარჩო მიატანინა და დღეს იქედან გმოგვძღვრავს“, – განაცხადა ბესელიამ.