ეკა ბესელია – ვფიქრობ, თამარ ჟვანია არის ცესკო-ს ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე

16:00, 20.12.2018

ვფიქრობ, თამარ ჟვანია არის ცესკო-ს ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

​როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამის შემდეგ იქნება პარლამენტში მსჯელობა.

„ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ კანდიდატთან დაკავშირებით. სტანდარტები, რომელიც დაამკვიდრა ცესკო-მ ბოლო წლებში, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე პერიოდში. ბოლო წლებში არჩევნები ფასდება ძალიან მაღალი სტანდარტით. ვფიქრობ, თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე. წინა კანდიდატები საკმაოდ მძიმე შემთხვევები იყვნენ. დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი