ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა
ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა

მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, არ სჭირდება არც მდინარაძის და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში.

„მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა, რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლებელია.

„ვაფრთხილებ პირველ რიგში ამ უმწიფარი, სრულიად დაპატარავებული კაცუნების პატრონს და მათ უფროსს, რომელიც მესიჯებით ელაპარაკება ამ გუნდს, ბიძინა ივანიშვილს, ან ამათ მიხედოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, ან არ ვაპირებ მათთან საუბარს და ჩემი ადრესატი იქნება პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.