ეკა ბესელია - ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს საქართველომ, ეს არის მკაფიო არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის
ეკა ბესელია - ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს საქართველომ, ეს არის მკაფიო არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის

ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს საქართველომ, ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდეს.

„მთავარია, როგორი საბრძოლო განწყობა გვაქვს ჩვენ ყველას. იყო ძალიან კარგი გზავნილები, ზუსტი ემოცია გამოხატული. ჩვენ ახლა ყველანი ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს საქართველომ. ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის. ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავბრუნდეთ იმ უბედურებაში, იმ წარსულში. ქალბატონი სალომეს ბიოგრაფია და ხასიათი ვინც იცის, მგონი, კითხვა არ უნდა გასჩენოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.