ეკა ბესელია - უნდა იყოს მუდმივი პროტესტი, ვიდრე უკან არ დაიხევენ, ვიდრე არ იტყვიან, რომ უკან მიაქვთ ეს ანტიეროვნული და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი
ეკა ბესელია - უნდა იყოს მუდმივი პროტესტი, ვიდრე უკან არ დაიხევენ, ვიდრე არ იტყვიან, რომ უკან მიაქვთ ეს ანტიეროვნული და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი

უნდა იყოს მუდმივი პროტესტი, ვიდრე უკან არ დაიხევენ და ვიდრე არ იტყვიან, რომ უკან მიაქვთ ეს ანტიეროვნული და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის წინ აქციაზე დგას, რადგან ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, სად მიდის ქვეყანა.

„გუშინ რაც ხდებოდა, ეს იყო ძალადობა თავისუფალი მომიტინგეების წინააღმდეგ. ისინი გამოხატავდნენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას. ძალიან მშვიდობიანად იდგნენ და ძალიან დიდი სირცხვილი იყო. ეს იყო დანაშაული, როდესაც გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს სრულიად უწყინარი მომიტინგეები. ეს იყო დანაშაული, რაც გუშინ მოხდა და დანაშაულია ის, რაც ახლა ხდება პარლამენტში, კონსტიტუციის დარღვევაა ეს. ეს უნდა იყოს მუდმივი პროტესტი, ვიდრე უკან არ დაიხევენ და ვიდრე არ იტყვიან, რომ უკან მიაქვთ ეს ანტიეროვნული და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი“, – განაცხადა ბესელიამ.