ეკა ბესელია - უმრავლესობამ ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტის მხარდაჭერა
კენჭისყრას არ დავესწარი, ეს ჩემი პროტესტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უმრავლესობამ ქვეყნისთვის სახიფათო კანონპროექტს მისცა ხმა.
„ძალიან მძაფრი პროტესტი მაქვს იმის გამო, რომ უმრავლესობამ ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათოა, ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტს მისცენ ხმა. კენჭისყრის დროს იმ სივრცეში ყოფნაც აღარ მინდოდა, სადაც პროცესისთვის თვალი უნდა მედევნებინა. შედეგობრივი თვალსაზრისით მიხვდებიან, რა ცუდი რაღაც გააკეთეს. კერძოდ, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.