ეკა ბესელია – თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კვოტების გამოწვევის იდეა მქონდა, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე გავახმოვანე, მაშინ, იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კვოტების გამოწვევის ინიციატივა ნაზი ჯანეზაშვილს არ უნდა შეეხოს.
„ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილს მე შევთავაზე, რომ ლოზუნგების და მოწოდებების დრო აღარ არის. ამიტომ, დაიწყოს მან ეს პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს ამ ინიციატივაზე, ოღონდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ და ლოზუნგებს თავი დავანებოთ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.