ეკა ბესელია - თამარ ალანიას მხარს არ დავუჭერ, რადგან განასახიერებს ძალადობრივ სისტემას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა
ეკა ბესელია - თამარ ალანიას მხარს არ დავუჭერ, რადგან განასახიერებს ძალადობრივ სისტემას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ თამარ ალანიას მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დღევანდელმა გასაუბრებამ აჩვენა, რომ მოსმენებისთვის მეტი დრო არის საჭირო, რადგან ბევრი კითხვა დარჩა დაუსმელი.

„ეს დისკომფორტია და ალბათ კომიტეტს სურს, მოსამართლეებს აარიდოს. ამ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ, რადგან ძალადობრივ სისტემას განასახიერებს, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. სასამართლოს სჭირდება ახალი ენერგია, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.