ეკა ბესელია - შინაგან საქმეთა მინისტრი მისცემს შესაძლებლობას უმრავლესობასა და უმცირესობას, ისაუბრონ საკითხებზე, რაც აწუხებთ
ეკა ბესელია - შინაგან საქმეთა მინისტრი მისცემს შესაძლებლობას უმრავლესობასა და უმცირესობას, ისაუბრონ საკითხებზე, რაც აწუხებთ

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მოვა და საპარლამენტო განხილვის ფარგლებში მისცემს შესაძლებლობას უმრავლესობასა და უმცირესობას, ისაუბრონ საკითხებზე, რაც აწუხებთ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საინტერესო იქნება მინისტრის პასუხი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„ვფქრობ, ჩვენი მხრიდან საყურადღებო და საინტერესო იქნება პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობიდან გამომდინარე საკითხებს, ის, რაც პარლამენტმა დაამტკიცა. ამ ნაწილში მოვისმინოთ, მინისტრის პასუხები და ის ახალი ინფორმაცია, რომელიც რეკომენდაციების შესრულების შემოწმების კუთხით სჭირდება პარლამენტს“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მისი თქმით, მინისტრს დღესვე გაეგზავნება კითხვები, რაც ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფრაქციის სახელით წარადგინა.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს სავარაუდოდ, ხვალ უპასუხებს.