ეკა ბესელია - საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა
ეკა ბესელია - საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა

საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი მთლიანად მიყავდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე, რომ იურიდიულ კომიტეტში საკმაოდ ვრცლად მომზადებული შენიშვნები მათ შორის, ბევრი შენიშვნა, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, განსაკუთრებთ ადამიანის უფლებების ნაწილში არ გაიზიარა.

„ირაკლი კობახიძე ექსკლუზიურად მართავდა ამ პროცესს და შემდეგ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ძალიან რთულად, მაგრამ შესაძლებელი გახდა. კონსტიტუციაში არ ეწერა ის, რომ იმ ხალხს, ვინც მიმართაც არსებობს განსაკუთრებული აგრესია და მიუღებლობა, უვადოდ უნდა ირჩევდეს იუსტიციის საბჭო, ასეთი რამ კონსტიტუციაში არ წერია. მეორე მოსმენის დროს, შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანიც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და დაამატა მათ შორის, იქ არჩევის პროცედურა. ასე რომ შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ, მერე ასევე კითხე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა პირადად, რაზე ვათქმევინეთ უარი, ვერ გავატანინეთ და მოგიყვება“, – მიმართა ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრ ვანო ზარდიაშვილს.