ეკა ბესელია - საქართველო სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან იზოლირებული ვერ იქნება
ეკა ბესელია - საქართველო სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან იზოლირებული ვერ იქნება

საქართველო სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან იზოლირებული ვერ იქნება – ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას გააკეთა.

ბესელიას თქმით, დიდ ბრიტანეთს საქართველოს ყველაზე მწვავე პრობლემა, ოკუპაცია რუსეთისთვის ერთ-ერთ ბრალდებად აქვს მითითებული. ამ ფონზე კი ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება, გასაგებია.

„საერთაშორისო და განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებული სანქციებიდან და გადაწყვეტილებებიდან იზოლირებული ვერ ვიქნებით. საქართველოს ყველაზე მწვავე პრობლემა, ვგულისხმობ აგვისტოს ომის შედეგებს, დიდ ბრიტანეთს იმ ჩამონათვალში აქვს მითითებული, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ბრალდებაა. ეს ჩვენთვის უსერიოზულესი საკითხია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გასაგებია. ამ გადაწყვეტილებას რა შედეგები შეიძლება მიჰყვეს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.