ეკა ბესელია - საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ახალი კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარეობს
ეკა ბესელია - საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ახალი კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ახალი კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარეობს, რაც ავტომატურად კონტროლის მექანიზმების დახვეწას და არსებული ჩანაწერების გადახედვას იწვევს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, რეგლამენტით, პარლამენტი მთავრობაზე კონტროლს დღესაც ახორციელებს, მაგრამ გარკვეული ხარვეზებია და ახალი ინიციატივით საინტერესო, ახალი მექანიზმები მზადდება.

„ეს პროცესი ორგანიზებული უნდა იყოს. რეგლამენტს მთელი რიგი ბუნდოვანება აქვს, საკითხები უფრო დაზუსტებული არ არის. ჩვენი ამოცანაა, კონტროლი გაძლიერდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს კარგია თავად მთავრობის ეფექტიანობისთვის. ამ თვალსაზრისით, კარგი მოდელი აქვს ბრიტანეთს, სადაც თემატური მოკვლევებია და მთავრობასთან ერთად რეკომენდაციებზე მუშაობენ. ვფიქრობთ, ეს გავიზიაროთ“, – განაცხადა ბესელიამ.