ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის ემზადება
ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის ემზადება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის ემზადება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი.

მისი თქმით, არჩევანი გასაკეთებელია მათგან, ვისაც თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა იმ ადამიანამდე მივიდეთ, ვინც არჩევნებზე არ მოვიდა და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლის. სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება და ვემზადებით ჩვენც. პარტია კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს და არა მხოლოდ ფრაგმენტილზე. ეს ეხება ყველა მიმართულებას, მენეჯმენტის მართვას, ინსტიტუტებს, ადამიანური რესურსის – პროცესებში იმ ადამიანების მეტად ჩართვას, ვინც ეს გამარჯვება 2012 წელს მოიტანა. გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი განაწყენებული არ არის”, – განაცხადა ბესელიამ.