ეკა ბესელია - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ვერ აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა, ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები
ეკა ბესელია - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ვერ აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა, ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ვერ აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა, ეს იყო კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ შინაარსობრივად იმ პრომლემას ვერ მოხსნის, რაც ახლავს დღეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის ძალიან ცუდ წესს, ეს იქნება რეალურად და სისტემურად შესაცვლელი ახალ პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული ცვლილებების მიღება იძულების წესით მოუხდა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონიერი იყო ბოლო კანონპროექტი, რომელსაც კენჭი ეყარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებების მიღება იძულების წესით მოუხდა „ქართულ ოცნებას“, ვერ აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა. ეს იყო იძულებითი ცვლილებები, კოსმეტიკური და სახეშეცვლილი, რამდენიმე გაუმჯობესებით, მაგრამ შინაარსობრივად იმ პრომლემას ვერ მოხსნის, რაც ახლავს დღეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის ძალიან ცუდ წესს და ეს იქნება რეალურად და სისტემურად შესაცვლელი ახალ პარლამენტში. პრობლემური დარჩა გადაწყვეტილების ღია მიღების წესი, ღია კენჭისყრა, რადგან დასაბუთება ფორმალური აღწერილობაა, რამდენიმე დონიანი შერჩევა იუსტიცის საბჭოში, რომ პარლამენტს გრძელი სია გაუგზავნოს, რამდენიმე კანდიდატი გადააგზავნოს და საუკეთესო აირჩიონ. ამ ცვლილებებით იუსტიციის საბჭოს მაინც დარჩა ბერკეტი, რომ მისი სუბიექტური და ხშირად ნათესაური გარიგებების პრინციპით მიიღოს გადაწყვეტილება, რაც იმ პრობლემებს ვერ აგვარებს, რაც არის სასამართლოში. ვნახოთ, ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა და ალბათ, ეს გახდება მთავარი კანონი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 სექტემბერს დაამტკიცა.