ეკა ბესელია რომან გოცირიძეს - მაუწყებელში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, რას შვრებოდით, გეკითხათ
ეკა ბესელია რომან გოცირიძეს - მაუწყებელში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, რას შვრებოდით, გეკითხათ

შენობა ფუფუნება არ არის, შენობა აუცილებელია, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს, რომელმაც კითხვა დასვა, თუ რატომ იცვლის შენობას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

” ბატონი რომანის გამოსვლის კიდევ ერთი არასწორი პასაჟი უპასუხოდ არ შემიძლია დავტოვო. შენობა ფუფუნება არ არის. შენობა აუცილებლობაა. სხვათა შორის, ინფორმაციისთვის –  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადადიან ჯიქიაზე და არა – ლუბლიანაზე. ცნობისთვის ესეც, რომ თქვენთვის დააზუსტოთ. კარგი იქნებოდა, აქამდეც მოგეკითხათ. ალბათ, ნამყოფი ხართ იმ შენობაში, სადაც ეს ტელევიზია მაუწყებლობს. წლების განმავლობაში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, ინფრასტრუქტურულად ტექნიკური აღჭურვით, მაუწყებელი ამ მდგომარეობაში რატომ იყო და მაშინ რა ხდებოდა? რას შვრებოდით? – ეს მაინც გეკითხათ. დანარჩენი, ახლა რაც კეთდება, არის სწორედ იმისთვის, რათა ტელევიზია ისეთი იყო, რომ მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს პასუხობდეს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.