ეკა ბესელია - როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ანაკლიის პროექტზე ბევრი კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზი მომისმენია
ეკა ბესელია - როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ანაკლიის პროექტზე ბევრი კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზი მომისმენია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფრაზა „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ ბიძინა ივანიშვილისგან არასდროს მოუსმენია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, ბესელიას განცხადებით, არც იმის თქმის საფუძველი აქვს, რომ ხაზარაძე ტყუის.

„ეს ფრაზა ივანიშვილისგან მე არასდროს მომისმენია, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ. არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ ვინც ამბობს, ცრუობს. მაშინ, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ამ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია მომისმენია. არა მხოლოდ მე მომისმენია, ამას საკმაოდ ბევრი ადამიანიც ისმენდა, კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზები. რამდენად განმსაზღვრელია ეს შემდგომი გადაწყვეტილებების, ამას დრო გამოაჩენს“, – განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.