ეკა ბესელია - რეგლამენტში ცვლილებები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება
ეკა ბესელია - რეგლამენტში ცვლილებები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რეგლამენტში ცვლილებებით, პარლამენტის მუშაობა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება.

„ეს კომპლექსური და საკმაოდ დიდი ცვლილებაა. მთლიანობაში ეს საპარლამენტო საქმიანობის სრულიად ახალი ხედვაა, გაძლიერებაა როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო, მაკონტროლებელი ფუნქციის. ამ ცვლილებებით ჩვენ ვცდილობთ პარლამენტის საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლი მკაფიოდ წარმოვაჩინოთ, მას ყველა ინსტრუმენტი, ბერკეტი მივცეთ, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს და ხალხთან მეტად დააახლოვებს. პარლამენტის მუშაობას უფრო გამჭვირვალეს და ანგარიშვალდებულს გახდის. მისი მექანიზმები გაცილებით ეფექტური იქნება. ახალი სტანდარტები, რომლითაც ყველა საუკეთესო ტრადიცია და პრაქტიკა რაც საპარლამენტო სისტემებისთვის დამახასიათებელია სწორედ ამ ცვლილებებში იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.