ეკა ბესელია - რა მორალური უფლება აქვს ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები საზოგადოებიდან განდევნოს
ეკა ბესელია - რა მორალური უფლება აქვს ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები საზოგადოებიდან განდევნოს

ნიკა გვარამიას რა მორალური უფლება აქვს, რომ საზოგადოებიდან განსადევნი პირების სია გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ნიკა გვარამიას მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც გვარამია წერს, რომ შეავიწროვონ ყველა, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან სხვაგვარად ეხმარება სალომე ზურაბიშვილს.

„ვინ არის ეს ადამიანი თავისი ბიოგრაფიით და თავისი წარსული საჯარო საქმიანობით, რომ საზოგადოებიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის არანორმალურ განცხადებებსა და კომენტარებს საერთოდ არც კი უნდა ვპასუხობდეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ უნდა შეავიწროვონ ყველა, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან სხვაგვარად ეხმარება სალომე ზურაბიშვილს.

„ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.