ეკა ბესელია - ქვეყანაში კანონი, კონსტიტუცია არსებობს და ყველამ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს
ეკა ბესელია - ქვეყანაში კანონი, კონსტიტუცია არსებობს და ყველამ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, თითქოს რადიკალური მოთხოვნების მქონე ორგანიზაციებს კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მხოლოდ ბრალდება და უსაფუძვლო განცხადებებია.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში კანონი, კონსტიტუცია არსებობს და ყველამ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და არა – ინდივიდუალური, ემოციური თუ პერსონალური განწყობების მიხედვით.

„კანონით აკრძალულია სიმბოლიკები და ჩამოთვლილია, რა ტიპის სიმბოლიკებისა და ატრიბუტების გამოყენება არის დაუშვებელი.  ამით შესაბამისი ორგანო ხელმძღვანელობს, 9 მაისის ღონისძიების წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებულმა კომისიამ რამდენიმე ორგანიზაციისთვის გაფრთხილების წერილები გაგზავნა. სამი ასეთი ადრესატი ვიცი, ვისაც გამაფრთხილებელი წერილები გაეგზავნა. კანონის მოთხოვნაა ჯერ გაფრთხლება და მერე დაჯარიმებაა. ვის მიმართაც არსებობს კითხვები, მათთან დაკავშირებით შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება კითხვას  ხელისუფლებასთან არიან თუ არა კავშირში ეს ორგანიზაციები, ეს მხოლოდ ბრალდებაა, რომლის დამადასტურებელი არაფერი გვესმის, უსაფუძვლო განცხადებების გარდა. ამის არც წინაპირობა არსებობს და არც არგუმენტი, ეს მხოლოდ ცილისწამებაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.