ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს, ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ
ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს, ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ

ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, მისი მიმართვა „ქართული ოცნების“ ძველ წევრებს ეხება.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც პირველ სათავეებთან იდგნენ და მათ შორის 2012 წლამდე იბრძოდნენ. ვინც გუშინ მოისმინა უღირსი ადამიანის, ვანო ზარდიაშვილის გამოსვლები ეთერებში, ან გაემიჯნონ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერ იქნება კოლექტიური სახე „ქართული ოცნების“. ეს არის ჩემი მიმართვა, ეს ეხებათ ძველ თანამებრძოლებს, თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს. თუმცა, სუბარმაც ისეთი რაღაცები იკადრა, ეჭვი მაქვს, მასაც ეყოფა თუ არა პრინციპულობა. მაგალითად, ტრიპოლსკი ღირსეული კაცია, დღემდე ყოველ შემთხვევაში, ასე მოვიდა. გაემიჯნონ ამ საზიზღრობას, რასაც ისმენენ ან თქვან, რომ ასეთი ადამიანის გვერდით იბძროდნენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.