ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას თუ აპირებს, მაშინ ახსნას, ჩემს ინიციატივას მხარს რატომ არ უჭერს
ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას თუ აპირებს, მაშინ ახსნას, ჩემს ინიციატივას მხარს რატომ არ უჭერს

მმართველი გუნდი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას თუ აპირებს, მას არ შეუძლია ახსნას, რატომ არ უჭერს ჩემს ინიციატივას მხარს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „საარჩევნო კოდექსში“ მის მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბესელიას თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არჩევნების გაყალბებისგან დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს.

„ჩემს ინიციატივას არათუ მყარი სამართლებრივი დასაბუთება აქვს, არამედ ეს იყო ტესტი ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის და ახლა „ქართული ოცნებისთვის“. თუ მმართველი გუნდი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას აპირებს, მას არ შეუძლია ახსნას, რატომ არ უჭერს ინიციატივას მხარს, რადგან ეს შეთავაზება არის არჩევნების გაყალბებისგან დაცვის მექანიზმის მხარდაჭერა. ანუ, თუ ამომრჩევლის მიერ ბიულეტინში მიცემული ხმა არასწორად არის გადატანილი ოქმში, საჩივრის შემთხვევაში, შეიძლება გამოაშკარავდეს და გასწორდეს. ამაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამ მექანიზმის კანონში ჩადება არ უნდა“, – განაცხადა ბესელიამ.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი ჩააგდო.

დატოვე კომენტარი