ეკა ბესელია - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტი მეორე და მესამე მოსმენით უნდა განიხილონ
ეკა ბესელია - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტი მეორე და მესამე მოსმენით უნდა განიხილონ

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია განმარტავს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური პროექტი მეორე და მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეს.

„არჩილ თალაკვაძეს მივმართავ, მზად ვარ, მასთან ერთად კონსულტაციები გავიარო და გამოსავალი შევთავაზო, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს პოლიტიკური რეალობისა და სამართლებრივი გზის საშუალებით. ეს გზა არსებობს. გუშინ, სხდომათა დარბაზში არასწორი განმარტება გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს. ეს არის გარდაუვალი პროცესი და ამას არავითარი წინაპირობა არ აქვს. პროცესი გუშინდელი შედეგებით არ მთავრდება, გრძელდება და პროექტი მეორე მოსმენაზე გამოვა, რადგან კვორუმი იყო 101. კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, თუ ცვლილებებმა 100-ზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ არა 113, ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი მიღებულია და მზადდება მეორე-მესამე მოსმენისთვის. სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, პოლიტიკური ნებაა საჭირო. ხელახლა ინიცირებას პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, ეს არის გზა უბიძგოს, მთელ ოპოზიციას პროცესები იყოს ქუჩაში გადატანილი და ეს პროცესები შეიძლება უმართავი იყოს. ეს მათი პასუხისმგებლობაა, გამოსავალს ვთავაზობთ“, – განაცხადა ბესელიამ.