ეკა ბესელია - პრემიერის პარლამენტში მოსვლა აუცილებელია, ვფიქრობ, ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია „კოვიდ-19“-ის თემაზე
ეკა ბესელია - პრემიერის პარლამენტში მოსვლა აუცილებელია, ვფიქრობ, ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია „კოვიდ-19“-ის თემაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა აუცილებელია.

კანონმდებელი განმარტავს, რომ მთავრობის მეთაური ანგარიშვალდებულია სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელიც ქვეყანში პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელია.

„მე მგონია, რომ პრემიერის მოსვლა პარლამენტში არის აუცილებელი. ჩვენ ვხედავთ ახლა პროცესებს მხოლოდ მთავრობის, ანუ აღსრულების დონეზე, მაგრამ პარლამენტი, რომელიც ძირითადი განმსაზღვრელია პოლიტიკის და ის უნდა აკონტროლებდეს სწორედ ამ აღსრულების პროცესში, რამდენად სწორად ხდება ეს ყველაფერი, რადგან პრემიერი ანგარიშვალდებულია სწორედ პარლამენტთან, პარლამენტი კი ხალხთან. ამიტომაც არის პარლამენტში მისი მოსვლა მნიშვნელოვანი“, – განმარტა ეკა ბესელიამ.

პარტია ,,სამართლიანობისთის“ ლიდერი და დამოკიდებელი დეპუტატი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონომდებლო ორგანოში სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც „კოვიდ-19“-სა და მის თანმდევ საკითხებზე იმუშავებს.

ბესელია დასძენს, რომ საკანონმდემბლო ორგანოში რაც შეიძლება დროულად უნდა გაიგზავოს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი.

„ძალიან სწრაფი ტემპით არის მისაღები ცვლილებები ბიუჯეტში, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს, ყველაზე მეტად გაჭირვებაში და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. ამიტომ კორექტირებული ბიუჯეტის გარეშე ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ჩვენ სწორედ ამ დოკუმენტს ველოდებით პარლამენტში. ასევე ძალიან მნიშნელოვნად მიმაჩნია ის, თუ ადამიანების უფლებების კუთხით, რამდენად პროპორციული ჩარევები ხდება და დაჯარიმებები, რომლებიც არსებობს, ამის გადამოწმების, საკონტროლო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობასაც ვხედავ.

ამ პროცესში ჩვენ უნდა დავინახოთ ეკონომიკური გეგმაც და ჯანდაცვის სტრატეგიაც, რადგან ეს ეპიდემია ასე არ გაქრება, შეიძლება მინავლდეს, მაგრამ მუდმივ პროცესში იქნება. სწორედ ამ მუდმივ პროცესში იყო ჩემი შეთავაზება, რომ პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნას „კოვიდ-19“-ის თემაზე, სადაც მრავალპროფილური წარმომადგენლობა იქნება ოპოზიციის და ხელისუფლების და იმუშავებს პროაქტიულ რეჟიში. ეს აუცილებლად გასაკეთებელია“, – აღნიშნა ეკა ბესლიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა.