ეკა ბესელია - პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან მქონდა საუბარი
ეკა ბესელია - პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან მქონდა საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წარდგენა მნიშვნელოვანია და ეს ფაქტი ახარებს. ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობის შემცირების საკითხზეც.

„სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა, რომ შემცირდა რაოდენობა. ვფიქრობ, ეს ამ ეტაპისთვის არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. რაც შეეხება პირადად ჩემ ყოფნას პოლიტსაბჭოში, გარკვეულ ფორმულაზე შევჯერდით, რომ ყოფილიყო პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე – თავმჯდომარე, სპიკერატი წარმოდგენილი და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები ამ პოლიტსაბჭოში, შემცირებული რაოდენობის პირობებში. კიდევ ერთი, რაც შემიძლია ასევე გითხრათ, პირადად ჩემთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან კარგი და ღია საუბარი მე და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო საუბარი და ვფიქრობ, სწორად და მართებულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ეს იყო ჩემი მხრიდანაც აბსოლუტურად სწორად მიღებული და გამოთქმული პოზიცია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ მას პოლიტსაბჭო დაეტოვებინა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ.

„ერთად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, მას ნამდვილად ჰქონდა სურვილი და ჩვენი ერთიანი ხედვა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე, როგორც ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიქნები ძალიან აქტიური, მათ შორის, პარტიული კუთხითაც, საპარლამენტო კუთხითაც და ვაპირებ, გუნდში გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას და არა პიროვნულად“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ეკა ბესელია აღარ არის.