ეკა ბესელია - საქართველოს ნამდვილად შეუძლია, იყოს მაგალითი, თუ როგორ დაძლია უმძიმესი წარსული ძალიან კარგი სტანდარტებით
ეკა ბესელია - საქართველოს ნამდვილად შეუძლია, იყოს მაგალითი, თუ როგორ დაძლია უმძიმესი წარსული ძალიან კარგი სტანდარტებით

ნებისმიერ ქვეყანაში სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით კონსტიტუციური გარანტია და მნიშვნელოვანი ხმაა ადამიანის უფლებების სფეროში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სტრასბურგში პირველ არხს განუცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება ადამიანის უფლებებს, უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციას.

“ნებისმიერ ქვეყანაში სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით კონსტიტუციური გარანტია და მნიშვნელოვანი ხმაა ადამიანის უფლებების სფეროში. ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ სახალხო დამცველის მიღებას და ამით საქართველოს დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს აწყობს ასამბლეის წევრებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაეცნონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანამ. გაეცნონ იმ ნაბიჯებს და მიღწევებს, რომლებიც საქართველომ გადადგა. მიიღონ ინფორმაცია პირველი წყაროდან და ომბუდსმენის მხრიდან. ჩვენ ვართ ღია და გახსნილი. საქართველოს ნამდვილად შეუძლია, რომ 2013 წლის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებით და განხორციელებული რეფორმებით ღიად ილაპარაკოს და ასევე, მაგალითიც იყოს, თუ როგორ დაძლია უმძიმესი წარსული ძალიან კარგი სტანდარტებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.