ეკა ბესელია - ნათელია, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ წარსული, თან ბნელი წარსული
ეკა ბესელია - ნათელია, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ წარსული, თან ბნელი წარსული

ნათელია, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ წარსული, თან ბნელი წარსული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მთელი დღის განმავლობაში ადევნებდით თვალს ამ პოლიტიკურ პროცესს და მე მგონი, ყველაფერი ნათელია, რატომ არ არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და რატომ არის ეს პოლიტიკური ძალა წარსული, თან ბნელი წარსული. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ პოლიტიკური დებატების კულტურის პირობებში, სადაც კულტურის ნულოვანი მაჩვენებელი წარმოჩინდა იმ შეხვედრაზე, რომელსაც მართავდა ეს მცირედ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ ძალიან კარგად ნახეთ მათი სახე, ასევე, სხვა პოლიტიკური ჯგუფების, ნახეთ მთავრობის სახეც და მათ შორის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის. მე მგონი, ყველაფერზე მეტყველებდა, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებდა, ეს არის ჩემი შეფასება და ამას კომენტარიც აღარ სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.