ეკა ბესელია - მოსამართლეობის კანდიდატების საჯაროდ მოსმენამ აჩვენა, რომ სასამართლოში უსერიოზულესი პრობლემებია
ეკა ბესელია - მოსამართლეობის კანდიდატების საჯაროდ მოსმენამ აჩვენა, რომ სასამართლოში უსერიოზულესი პრობლემებია

 

მოსამართლეობის კანდიდატების ღია ინტერვიუმ და ამ ყველაფრის საჯაროდ მოსმენამ აჩვენა, რომ უსერიოზულესი და სისტემური პრობლემებია სასამართლოში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია კრიტიკას ვერ უძლებს.

„ისეთი კანდიდატები არიან ამ 20 კაციან სიაში, რომ ვერ უძლებენ კრიტიკას, ვერანაირ სტანდარტს. ამ პროცესმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, დიდი რეფორმების შემდეგ, რაც სასამართლოში გატარდა, შედეგი არის ძალიან მძიმე. უვადოდ არიან მოსამართლეები დანიშნული, რომლებიც ვერც კვალიფიკაციით და ვერც კეთილსინდისიერებით ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ ტესტს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გახსნა ხელისუფლების დამსახურება არ არის.

„ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება, რომ ეს პროცესი გაიხსნა, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ის 10 კაციანი სია გავაჩერე. თურმე, უსაფუძვლოდ არ გვქონდა ეს კრიტიკული პოზიცია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.

დატოვე კომენტარი