ეკა ბესელია - მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ჩვენი კანონპროექტის განხილვას პირველივე სესიაზე მოვითხოვთ
ეკა ბესელია - მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ჩვენი კანონპროექტის განხილვას პირველივე სესიაზე მოვითხოვთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ჩვენი კანონპროექტის განხილვას პირველივე სესიაზე მოვითხოვთ, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დააყენებენ საკითხს, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს.

„ჩვენი კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე უკვე დღის წესრიგშია. ამ კანონპროექტის განხილვას მოვითხოვთ პირველივე სესიაზე, ვიდრე მესამე მოსმენით მიიღებს პარლამენტი იმ ძალიან ცუდ პროექტს, რომელიც კობახიძემ დაარეგისტრირა.

ისევ დავაყენებთ საკითხს, რომ კობახიძის კანონპროექტი დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. საერთაშორისო კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ, ნამდვილად არის საფუძველი უკან დაბრუნების.

ჩვენი კანონპროექტი კარგი დოკუმენტია ქვეყნის მომავლისთვის, მართლმსაჯულების სიძლიერისთვის უკეთესს გარანტიებს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კანონპროექტი წარვადგინოთ სესიაზე“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.