ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემაზე ფორმულირება წერილობით ვნახოთ, ერთია, რა ისმის ზეპირად და მეორე საკითხია, რა ჩაიწერება კანონში
ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემაზე ფორმულირება წერილობით ვნახოთ, ერთია, რა ისმის ზეპირად და მეორე საკითხია, რა ჩაიწერება კანონში

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა გაჩნდა და შესაძლოა, შეთანხმება რამდენიმე პრინციპულ საკითხზე მაინც შედგეს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, არის 40 პროცენტიან პროპორციულ ზღვარზე შეთანხმების მზაობა, რასაც მანდატებით მანიპულაციისა და ამ პრინციპის ეჭვქვეშ დაყენების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ჩამკეტი მექანიზმები სჭირდება.

„სანამ ჩემს აზრს ვიტყოდე, რას დავუჭერ მხარს და რას არა, მნიშვნელოვანია, წერილობითი ფორმით ვნახო ფორმულირება. ერთია, რა ისმის ზეპირად, მეორეა, რა ჩაიწერება კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში. ხშირად გვინახავს ზეპირი განცხადება, რომელიც წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო. გარდა ამისა, საჭიროა, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა და გავიგებთ მეტ დეტალს, ვინ რა პოზიციაზე დგება. საპასუხისმგებლოა, რომ ეს პროცესი ჩვენი მხრიდანაც დანახული იყოს“, –  განაცხადა ეკა ბესელიამ.