ეკა ბესელია - მხოლოდ ტრენინგებით, სწავლების რამდენიმედღიანი კურსით პოლიტიკაში არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა
ეკა ბესელია - მხოლოდ ტრენინგებით, სწავლების რამდენიმედღიანი კურსით პოლიტიკაში არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა

პოლიტიკაში მხოლოდ ტრენინგებით, ასე ვთქვათ, სწავლების რამდენიმედღიანი კურსით, კარგი პერსონალური ე.წ. სივით, არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც „ქართული ოცნება” დატოვა, არ ინტერესდები, ვინ დასაქმდება პარტიული კუთხით და ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში.

„ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი. საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის, რა ვითარება და სურათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარების, რაც ქვეყანაშია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება. ოფისში ვინ დასაქმდება, გარწმუნებთ, რომ ამით ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ იცვლება”, –  განაცხადა ეკა ბესელიამ.