ეკა ბესელია - არ უნდა მივცეთ უმრავლესობას საფუძველი, თქვან, რომ არ ეყოთ ხმები საარჩევნო ცვლილებების გასატანად
ეკა ბესელია - არ უნდა მივცეთ უმრავლესობას საფუძველი, თქვან, რომ არ ეყოთ ხმები საარჩევნო ცვლილებების გასატანად

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს.

„მხარს ვუჭერ მთავარ ცვლილებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რადგან ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პუნქტების მიმართ მეც მაქვს კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება უბარიერო საარჩევნო სისტემას თუ მანდატების განაწილების საკითხს, ასევე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. არ უნდა შევუშალოთ ხელი ამ პროცესს“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, არ უნდა მიეცეს მმართველ პარტიას და უმრავლესობას საფუძველი, თქვან, რომ არ ეყოთ ხმები ამ ცვლილებების გასატანად.

„საჭიროა მაღალი კვორუმი. ოპოზიციიდან, მე ვინც ვიცი, ყველა უჭერს მხარს პროპორციულ სისტემას. ასე რომ, კენჭისყრის დროს არ მგონია, ხმების მობილიზების პრობლემა იყოს. მთავარია, ეს პროცესი დროულად წარიმართოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი