ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს
ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და პირს, რომელიც სხვა ქვეყანას წარმოადგენს, ბესელიას განცხადებით, საარჩევნო პროცესში ჩართვა ეკრძალება.

„ამ საკითხზე საჭირო იქნება ალბათ დიპლომატიური არხებით გარკვევა, რადგან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებსაც ეხება უკვე მისი მოწოდებები, რომელიც აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.

როგორც ჩანს, მისი თანაპარტიელები, ზოგი მათგანი ემიჯნება ამ ძალისმიერ მოწოდებებს და უნდა ჩამოყალიბდნენ, საბოლოოდ რა პოზიციაზე დგანან და ვინ რას ამბობს, რადგან ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.