ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ფასადურია
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ფასადურია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ფასადურია და სასამართლო სისტემაში არაფერს შეცვლის.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ხელისუფლება სისტემური ცვლილებებისთვის მზად არის.

„კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ არიან „კლანთან“ გარიგებული უმრავლესობა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით „კლანი“ ძალიან გაძლიერდა. მხოლოდ ფასადური ცვლილებებით შემოიფარგლა. კანონპროექტი იმას ჰგავს – სახლი რომ დაულაგებელია და ფარდას ჩამოაფარებ, რომ არავინ დაინახოს, შიგნით რა ხდება, მაგრამ ფარდა არაფერს რომ არ ცვლის, რადგან ფასადია და მეტი არაფერი. ასეთია სასამართლოსთან დაკავშირებული მმართველი პარტიის ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა ბესელიამ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონოროექტის მიხედვით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, როგორც ინიციატორები განმარტავენ, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, ეს პროცესი უფრო შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება.