ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს
ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

ამის შესახებ ბესელიამ მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, პარტიის მთავარი იდეა არის სამართლიანობა და სწორედ ამის გარშემო იქნებიან ადამიანები გაერთიანებული.

„არსებობს წარმავალი და მარადიული ღირებულებები. მცხეთა არის საქართველოს მარადიულობის სახე და სიმბოლო. მე მაკავაშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს ვიწყებ ამ საარჩევნო კამპანიას. ჩვენი თანამებრძოლები ერთად დავიწყებთ ამ კამპანიას სწორედ ამ ადგილიდან. მთავარი იდეა, რითაც ჩვენ ყველანი ერთად ვართ, არის სამართლიანობა. ეს არის უდიდესი იდეა, რომლისთვისაც ყველაფერი ღირს. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში. ამ რეგიონს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ყველაფერ იმისადმი, რაც უკავშირდება უსამართლობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ალბათ იმ ადამიანების ერთად დგომა, ვისთვისაც განცდა, რომ ის არის დაცული, ის არის ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულიება, აი, ასეთ პროცესში ისინი თავს გრძნობენ თანამონაწილედ. სახელისუფლებო პარტიიდან გუბერნატორია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, თუმცა ამ საარჩევნო პროცესში ჩვენთვის მაინც მთავარი იქნება ადამიანი, იდეა, არა პიროვნებები, ჩვენ პიროვნენებს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტიამ „სამართლიანობისთვის“ მცხეთაში საარჩევნო შტაბიც გახსნა.