ეკა ბესელია - მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეების კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება, ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან
ეკა ბესელია - მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეების კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება, ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან

არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ, ვისაც არ აქვს ღირსება, დაე, საზოგადოებამ განსაჯოს და სახელი დაარქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

„მორალური ზღვარი გადის ყველგან… ეს ზღვარი თუ წაიშალა, წალეკავს ყველაფერს… ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ-მართალი, კეთილი და ბოროტი… არ შემიძლია, არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია.

დაუცველობის განცდა უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ, რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი…. მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები… (ყველას გვარს რა ჩამოთვლის… კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან…. უხარიათ… ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან….

მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე:

ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი – განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს, საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება… კითხვა დაუსვით კილაძეს, როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში, საიდან უნდა ჰქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არ აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება, როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუისა და ცილისწამების დაუსრულებელ სერიალზე, რაც მოედინება… არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ, ვისაც არ აქვთ ღირსება!!! დაე, საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს, რა ხდება და სახელი დაარქვას!

მე მინდა, გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია – როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის! მე მინდა, დაიჯეროთ, რომ შეუძლებელია, გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის!!!

მე ვეცდები, ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!!

იოლია?- არა! არაა იოლი , მაგრამ შესაძლებელია …. !!!

ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის!

მჯერა, რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!“, – წერს ეკა ბესელია.