ეკა ბესელია - მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას
ეკა ბესელია - მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას

მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე კოლეგასთან, გედევან ფოფხაძესთან ერთად მივიდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ​დატოვებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ რიგებს.

„რატომ, ასე არის საქმე? ხვალ ვისაუბროთ. მაქვს სიკეთის მოლოდინი და დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ბევრი თანამოაზრე მყავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.