ეკა ბესელია - ხელისუფლების კომენტარებს, რომლებიც დაცლილია კვალიფიციური პოზიციისგან, კიდევ უფრო მწვავე წერილები მოჰყვება
ეკა ბესელია - ხელისუფლების კომენტარებს, რომლებიც დაცლილია კვალიფიციური პოზიციისგან, კიდევ უფრო მწვავე წერილები მოჰყვება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრების წერილებთან მიმართებაში, უმწიფარი და არაკვალიფიციურია.

მისი თქმით, რთული წარმოსადგენი არ არის, რა მოჰყვება ასეთი ტიპის კრიტიკას.

„ყველა ასეთ უმწიფარ განცხადებას და კომენტარს ხელისუფლების მხრიდან, კიდევ უფრო მწვავე წერილები მოჰყვა. ყველა შემდეგ ასეთ კომენტარს, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ხასიათი არ აქვს, აბსოლუტურად დაცლილია კვალიფიციური პოზიციისგან, მოჰყვება კიდევ უფრო მწვავე წერილები და საბოლოო ჯამში, რა მოჰყვება ამას, მგონი, რთული წარმოსადგენი არ არის“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, საქართველოს მეგობრებისგან კრიტიკის მზარდი დინამიკა ფიქსირდება.

„ასეთი დინამიკაა ახლა, მზარდი კრიტიკის და განსაკუთრებით ეს კრიტიკა წამოვიდა მეგობრებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც კეთილგანწყობილი იყვნენ, საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ასე რომ გააბრაზებ მეგობრებს, წარმოიდგინეთ ის, ვინც მეგობარი არ არის და ისედაც კრიტიკულად განწყობილია, რა განწყობაზე დადგება. საბოლოოდ ეს ყველაფერი გროვდება, რადგან არაფერი არსად იკარგება და ვფიქრობ, ეს იქნება წითელი ბარათი, წითელი ბარათი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება საერთაშორისო არენაზე, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს,  რასაც ნიშნავს ეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი