ეკა ბესელია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა როს უილსონთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრეს
ეკა ბესელია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა როს უილსონთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი მართლმსაჯულების სისტემას შეეხებოდა.

„ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ეს ფორმატი იმისთვის იყო, რომ განსხვავებული მოსაზრებები მოესმინათ. იმ ადამიანების მოსაზრებები, ვინც მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს სჭირდება ქართველ ხალხსა და ქვეყანას და არა კონკრეტულად ვიწრო ჯგუფს. მართლმსაჯულების რეფორმას გზადაგზა გამოწვევები ახლავს და დაინტერესდნენ, ამ გამოწვევას როგორ ვუყურებ. ჩემი პოზიცია მოისმინეს, მათიც, ვინც ზოგჯერ სასამართლოს სახელით პირველ პირში ლაპარაკობს. შეხვედრა იყო კარგი, ძალიან საინტერესო და ჩანდა ყველას პოზიცია. კომიტეტი მართლმსაჯულების წარმართვის პროცესში მნიშვნელოვანია და მისი მნიშვნელობა კარგად გვესმის. ინსტიტუციური მეხსიერება მაქვს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმა როგორ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბესელიამ.