ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად აპირებს დარჩენას
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად აპირებს დარჩენას

ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად აპირებს დარჩენას.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას გედევან ფოფხაძე შეასრულებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს დატოვებს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.