ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს

19:17, 02.02.2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა მხარს არ დავუჭერ, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვასა და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ. ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

მსგავსი