ეკა ბესელია - ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის თემა ჩემთვის საინტერესო არ არის ბევრი მიზეზის გამო
ეკა ბესელია - ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის თემა ჩემთვის საინტერესო არ არის ბევრი მიზეზის გამო

რაზეც ვფიქრობ და ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, ეს საკუთარი პარტიის დაფუძნებაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან.

ბესელიას თქმით, მისთვის აღნიშნული თემა საინტერესო არ არის.

„ჩემთვის ახლა საინტერესო არ არის არც ამ თემაზე საუბარი და არც მის პარტიაზე. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ და ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, ეს საკუთარი პარტიის დაფუძნებაა, რომელიც 20 ივნისს გვაქვს დაგეგმილი. ყრილობა მზადდება და ამაზე ვარ გადართული. ასეთი ნაკლებ მნიშვნელობის საკითხებზე დროს ვერ დავკარგავ. ჩემთვის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ეს თემა აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ეს თემა დღეს ჩემთვის საინტერესო არ არის ბევრი მიზეზის გამო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი ოქრუაშვილის, გუბაზ სანიკიძის, კოტე კემულარიასა და ვალერი გელბახიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.