ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის მათემატიკა და განცხადებები სანდო არ არის
ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის მათემატიკა და განცხადებები სანდო არ არის

ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 60 პროცენტზე მეტიც კი აიღოს.

„პროპორციული სიით 60 პროცენტი 2016 წლის არჩევნებშიც ვერ ავიღეთ. ასეთი ანონსის გაკეთება არის „ქართული ოცნებისა“ და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, თორემ ამას რეალობასთან საქმე არ აქვს. გირჩევდით, რომ ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა. მისი ციფრები არასდროს არ ამართლებდა. არც მაშინ, როცა მე უმრავლესობაში ვიყავი. ერთს ამბობდა და მეორე იწერებოდა ხოლმე ოფიციალურ მონაცემებში. მისი მათემატიკა ისევე, როგორც მისი განცხადებები სანდო არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი