ეკა ბესელია – გვყავს ძალიან ღირსეული ჯარი და ძალიან ღირსეული ჯარისკაცები
გვყავს ძალიან ღირსეული ჯარი და ძალიან ღირსეული ჯარისკაცები, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულები, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მას შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნდობა აქვს.
„თუ რამე აკლია დღეს ჯარისკაცებს, რომ ისინი იყვნენ ღირსეულ პირობებში, ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, პრეზიდენტმა პირველ რიგში, თავდაცვის მინისტრმაც და მთლიანად მთავრობამ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.