ეკა ბესელია - გულწრფელი მადლობა ამომრჩეველს, რომელმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი
ეკა ბესელია - გულწრფელი მადლობა ამომრჩეველს, რომელმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი

გულწრფელი მადლობა ამომრჩეველს, რომელმაც საოცარი სიბრძნე გამოავლინა და გვაჩვენა, რომ ხელისუფლების წყარო ეს არის ხალხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ხალხის ბრძნულმა, გააზრებულმა გადაწყვეტილებამ და პრინციპულმა არჩევანმა ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიყვანა

„ვულოცავ ჩემს ქვეყანას, ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლია, ეჭვი არ მეპარება, ის ღირსეულად ემსახურება ქვეყანას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დემოკრატიისკენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.