ეკა ბესელია - გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები ისე უნდა წარიმართოს, როგორც საპარლამენტო ქვეყანას შეეფერება
ეკა ბესელია - გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები ისე უნდა წარიმართოს, როგორც საპარლამენტო ქვეყანას შეეფერება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები ისე უნდა წარიმართოს, როგორც საპარლამენტო ქვეყანას შეეფერება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვა კარგი ფორმატი იქნება.

“ამ თემაზე რაიმე სპეკულაციის ადგილი და სივრცე აღარ რჩება. დამატებითი სპეკულაციისთვის ადგილი აღარ არის და შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ დებატები გაიმართება. უმჯობესია, იმ საკითხებზე გადავერთოთ, რომელიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ იმ დღეს დებატების საგანი, არამედ სხვა საკითხებზეც ვიმსჯელოთ, რაც მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ყოველწლიური მოხსენების წინა პერიოდი რაც იმაზე საუბარს ეძღვნებოდა, გაიმართება თუ არა დებატები, ეს წელს აღარ იქნება. შეგვიძლია, დებატები დავგეგმოთ და წავმართოთ ისე, როგორც საპარლამენტო კულტურის თვალსაზრისით, საპარლამენტო ქვეყანას შეეფერება. არ ვიცი, ამას ვინ შტურმს დაარქმევს და ვინ კონსტრუქციულ მიდგომას, მაგრამ ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება და მწვავე საკითხებზე აქცენტი ჩვენი მხრიდანაც გაკეთდება”, – განაცხადა ბესელიამ.