ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ
ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ

დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.

ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ უმრავლესობის ფორმატში ბოლო გამოსვლები ჰქონდათ საპარლამენტო ტრიბუნაზე.

განცხადების გაკეთებას დეპუტატები 12:00 საათზე გეგმავენ.

დეპუტატების გადაწყვეტილება, უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდება.

პროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.