ეკა ბესელია - ფარული ჩანაწერების ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, მალე გაირკვევა
ეკა ბესელია - ფარული ჩანაწერების ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, მალე გაირკვევა

ფარული ჩანაწერების ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, მალე გაირკვევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ეკა ბესელია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყოფილი იყოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლები, რომლებიც კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევასა და უკანონო ჩანაწერების განხორციელებას ეხება.

„ამასთან, გამოძიების იმ შედეგების დასრულებას ვითხოვთ და ველოდებით, რომლის გამოძიება დაიწყო შესაძლო დანაშაულის თაობაზე. მიმაჩნია, რომ საჭიროა, საგამოძიებო ორგანოებმა ობიექტურად იმუშაონ. ფარული ჩანაწერების ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, მალე გაირკვევა. 2012 წლიდან ეტაპი დავასრულეთ, როდესაც მინისტრები პარლამენტში არ დადიოდნენ და დეპუტატებს თავად იბარებდნენ. ნურავინ შექმნის ილუზიას, რომ პარლამენტისთვის მინისტრების მოსვლა უცხო ხილია. პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მაგრამ პერსონალურად კახიძესა და გოცირიძეს ვერ ეწვევიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.