ეკა ბესელია - ერთდროულად ახორციელებდნენ საბჭოს წევრის საქმიანობას და მონაწილეობას იღებდნენ გარკვეულ საკითხებში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის კლასიკური მაგალითი
ეკა ბესელია - ერთდროულად ახორციელებდნენ საბჭოს წევრის საქმიანობას და მონაწილეობას იღებდნენ გარკვეულ საკითხებში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის კლასიკური მაგალითი

ერთდროულად ახორციელებდნენ საბჭოს წევრის საქმიანობას და მონაწილეობას იღებდნენ გარკვეულ საკითხებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო კუთხით პროცესი ძალზედ დრამატულად წარიმართა, რაც მოსამართლეთა შესახებ კანონის მიღებას ეხებოდა. მისივე თქმით, ძალიან საზიანო ჩანაწერების შემდეგ, რაც კანონში შევიდა, ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არის ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილი.
ეკა ბესელია,

„ნებისმიერი ტიპის გადახვევა კანონის ნორმიდან და სტანდარტიდან ძალიან მძიმედ აღიქმება და შეფასდება. ყველა ის პირი, რომელიც ამ კონკურსში პროცედურების თვალსაზრისით იღებს მონაწილეობას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მას ორგანიზაციულად უკვე გამოხატული აქვს ჩართულობა ან ხელმოწერით ან რაიმე მოქმედებით, ბუნებრივია ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის იმ ჩანაწერს, სადაც ნათქვამია, რომ დაირღვევა კანონი თუ ეს პირები კანდიდატებად იქნებიან ნომინირებულნი.

ერთდროულად ახორციელებდნენ საბჭოს წევრის საქმიანობას და მონაწილეობას იღებდნენ გარკვეულ საკითხებში, საკითხებს წყვეტდნენ და იმავდროულად იყვნენ კანდიდატები, ეს არის კლასიკური მაგალითი ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ის დააკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.